ახალი ამბები
სოფელ ბალდაში მამათა მონასტერთან მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2014-10-15 18:01:00
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს მამათა მონასტერთან მისასვლელი 5- კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პარალელურად, ამ მონაკვეთებზე საგზაო ნიშნები, ბოგირები, კიუვეტები და უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაგებობები ეწყობა. პროექტის ღირებულება 2 061 520 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა 2014 წლის 6 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.