ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში საავტომობილო გზა შენდება
2017-11-30 14:17:00

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 540 მეტრის მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები; გზის გასწვრივ მოეწყობა ბეტონის მონოლითური არხები. სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი.
პროექტის ღირებულება 153 300 ლარს შეადგენს. სამუშაოები შესრულებულია 70%-ით.
მიმდინარე სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე წელს, ხამისკურში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.