ახალი ამბები
სენაკს ახალი სამხატვრო გალერეა აქვს
2017-11-01 13:16:00

სენაკს ახალი სამხატვრო გალერეა აქვს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა შენობის შიდა ინტერიერი; განახლდა გარე ფასადი; დამონტაჟდა სამუზეუმო განათების თანამედროვე სისტემა; რეაბილიტირდა შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები; შეიცვალა ელექტროგაყვანილობის და წყალმომარაგების ქსელები; შეიცვალა იატაკი; ჭერი და კარ-ფანჯრები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.
სამუშაოებზე დასაქმებული იყო 15 ადამიანი.