სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

2014-04-30 20:36:00

დღეს, 30 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ქუთათელაძე, ამავე კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად მანდარია, სამეგრელო ზემო–სვანეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერი დათა შელეგია და სამეგრელო ზემო–სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, რომლებიც ქალაქ ჯვარში შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, წალენჯიხის წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე სტუმრებმა განიხილეს ქალაქ ჯვარში კომპანიის მიერ წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები. მათი განმარტებით, უახლოეს პერიოდში ქალაქ ჯვარში იგეგმება წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 2 მილიონ ლარზე მეტი. ასევე მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოების გასნსახორციელებლად წყალმომარაგების კომპანია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ტენდერს. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ ქ. ჯვარის მოსახლეობა სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. ჯვარელებთან შეხვედრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს კაშხლის ტერიტორიაზე არსებული „ცაღრას „ სათავე ნაგებობა, საიდანაც ამ ეტაპზე ხდება მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს რომ მთავრობის განკარგულებით, ქალაქ წალენჯიხის, კერძოდ გაგარინის, სოსელიას, ფიროსმანის ქუჩებსა და სასარიოს უბანში მოეწყობა წყლის ჭაბურღილები, რომლისთვისაც მთავრობამ გამოყო ნახევარი მილიონი ლარი. სამუშაოების შესასრულებლად უახლოეს დღეებში ტენდერს გამოაცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი ქუჩებისა და უბნის მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. ხშირი გვალვების გამო კი საერთოდ უწყლოდ რჩებოდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო