ახალი ამბები
მარტვილი - სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის და სოფელ სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 857 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში.
პროექტის ღირებულება 652 875 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ამ ეტაპზე დასაქმებულია -30 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
მარტვილი - სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.