სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში „აგროდაზღვევის პროექტი“ წარადგინეს

2014-10-09 14:03:00

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანა მორგოშიამ და “აგროდაზღვევის პროექტის“ ხელმძღვანელმა, ლევან მაღრაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, დღეს „აგროდაზღვევის პროექტი“ წარადგინეს. შეხვედრას რმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, სოფლის რწმუნებულები და ფერმერები ესწრებოდნენ.

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს. 

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 4 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია - „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „აი სი ჯგუფი“ და „ირაოა“ ჩართული. საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, სადაზღვევო კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 6 ათასი პოლისი. ფერმერებმა სადაზღვევო პოლისი ციტრუსზე, ხორბალზე და ვაზზე აიღეს. აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე. აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო მომავალი წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო