სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში გრანდიოზული ავტო-მოტო შოუ გაიმართება

2017-07-28 13:07:00

5-6 აგვისტოს, ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გრანდიოზული ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება.

მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

შეჯიბრში მონაწილეობას ავტო და მოტო მოყვარულები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

ღონისძიების სპონსორები: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი და თეგეტა მოტორსი.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3
4
56789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო