სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

2017-07-17 18:43:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა. დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ.

დარბაზში 40 -მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის 7 ძალოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.

სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა. დარბაზს სრული რეაბილიტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის დაპირების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა, ძალოსნობის ფედერაციამ დარბაზი 100 000 ლარის ღირებულების თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვა, დარბაზის რეაბილიტაცია კი 46 762 ლარი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, ასევე მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით 28 ახალი დარბაზი განახლდა და კეთილმოეწყო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 12
3
456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო