ახალი ამბები
ზუგდიდს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალი შენობა ექნება
2014-10-07 17:15:00
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის ახალი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება და მისი ღირებულება 4 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და სასწავლო ცენტრის შექმნა.