სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქართულ ენერგეტიკაში 50 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი „ჯვარი-ხორგა“ იწყება

2014-04-29 20:34:00

ვიცე-პრემიერმა/ ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ, ფინანასთა მინისტრმა - ნოდარ ხადურმა და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“, 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ. ჯვარის 500-220 კვ ქვესადგაურის მშენებლობის კონტრაქტორია ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EFACEC, ხოლო გამდამცემი ხაზის მშენებლობას განახორციელებს - ინდური ფირმა Jyoti construction-ი. პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით „კავკასიონი“ გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი. პროქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტის დააფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF). პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო