სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუში ორი მოქალაქის გადარჩენის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

2017-07-05 15:41:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი 2 მოქალაქის გადარჩენა ვერტმფრენების საშუალებით გახდა შესაძლებელი. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახრეხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

"საფრთხე რეალურად ძალიან დიდი, იყო, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დროული და კოორდინირებული რეაგირებით ჩვენ შევძელით ამ ორი ადამიანის გადარჩენა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თითოეულ მაშველს და ადგილობრივ ხელისუფლებას" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას  შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო,  რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3
4
56789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო