სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რაგბის მსოფლიო თასი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს

2017-04-26 13:24:00

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. თბილისსა და ქუთაისში გამარჯვებისთვის მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იბრძოლებს. ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოში ჩემპიონატის თასი ჩამოვიდა და ქვეყნის მაშტაბით მოგზაურობს. რაგბის მსოფლიო თასი ამჯერად,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია.

თასი დღეს, 26 აპრილს მესტიაში, 27 აპრილს კი ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში უშგულში იმოგზაურებს. 28 აპრილს 13 საათზე კი მსოფლიო თასი ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში განთავსდება და მასთან სურათების გადაღება ყველა მსურველს შეეძლება.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაგბის კავშირის წარმომადგენლებს და ვეტერან რაგბისტებს შეხვდა. ლევან შონიამ რაგბისტებს რეგიონში მოგზაურობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო