სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის შემდეგ ჯვარში არსებულ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და გუბერნატორი გაეცნენ

2017-04-24 19:29:00

სტიქიასთან დაკავშირებით დღეს ქალაქ ჯვარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილემ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო. ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინიანი კორპუსისი სახურავი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა. კახაბერ გულედანის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება და მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.

სამეგრელოში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის, ელექტრო ენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. გზებისა და სკვერები წაქცეული ხეებისგან გასუფთავება გუშინვე მოხდა. ლევან შონიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდეს.

სტიქიამ ყველაზე მეტად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა, თუმცა ქარმა პრობლემები ზუგდიდის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. სადაც წალენჯიხის მსგავსად სტიქიის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილე დღეს, საგანგებო შტაბის სხდომასაც დაესწრო და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო