სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა დაინიშნა

2016-12-30 19:50:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით კოდუა დაინიშნა, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო. გუბერნატორის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის კომერციის სკოლა (London School of Commerce - Cardiff Metropolitan University). მანამდე,  დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა „ESM”-ში (თავისუფალი უნივერსიტეტი).

დავით კოდუა გუბერნატორის ადმინისტრაციამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას სტაჟირება გავლილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში.

გუბერნატორის ახალი მოადგილე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო